воскресенье, 20 сентября 2015 г.

წილადები - მთელი ნაწილი

მე-5 კლასში ერთ - ერთი გაკვეთილის თემის: ,,წილადი - მთელი ნაწილი" - ახსინას გდავიხმარე ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო ციფრული რესურსი - პრეზენტაცია ამ თემაზე.

среда, 3 сентября 2014 г.

ტრენინგის ,,intel"-ის პროგრამა პროექტებით სწავლებისას - რეფლექსია

IX დღე-27.09.2014 წელი.

ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგის განმავლობაში შექმნილი  პროექტის პორტფოლიო.
ტრენინგი საინტერესო და საჭირო უნარ-ჩვევების მომცემი იყო.ეს სატრენინგო მასალა დიდად დაგვეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის.


VIII დღე -22.09.2014 წელი.

გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნაშრომები ერთმანეტს,შევქმენით მისი შესაბამისი რუბრიკები;ვიმსჯელეთ-როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებით სწავლას;გავეცანიტ დიფერენცირებული სწავლების გზებს და ტიპებს;შევქმენთ დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად.


VII დღე - 17.09.2014 წელი.

დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას,ვისწავლეთ yutubi-დან ვიდეოს შემოტანა ბლოგზე.დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სქემების სასურველი თემისთვის მორგების სტრატეგია.გავეცანით საუკეთესო საძიებო სისტემებს.


VI დღე - 16.09.2014 წელი

გავიხსენეთ წინა დღის მასალა - პროექტის შეფასება.შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია,განვიხილეთ საავტორო უფლებები და ვილაპარაკეთ web 2 ტექნოლოგიებზე,ვისწავლით კითხვარის შედგენა,გაზიარება,პასუხების დათვალიერება.


დღე - 10.09.2014 წელი 

გავეცანით პროექტის პრეზენტაციის აწყობაის ტექნიკას და ავაწყვეთ პრეზენტაცია;შემდეგ გადავედით მესამე მოდულზე და ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ სასწავლო პროექში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება.
ვიმუშავეთ გამოკითხვის ფორმების შექმნაზე და კითხვარი გავუგზავნეთ ერთმანეთს ელექტრონულ ფოსტაზე.ვისწავლეთ კითხვარის შექმნა,გაგზავნა,მიღება,დათვალიერება.


IV დღე - 08.09.2014 წელი 
კვლავ დავუბრუნდეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და გეგმის შაბლონში შევიტანეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.შევქმენით დროში გაწერილი სქემა და ყველაფერი შევიტანეთ გეგმის შაბლონში.



III დღე - 06.09.2014 წელი    


  • განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები;
  • ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის  შესაბამისი ინდიკატორები ეროვნული სასწავლო გეგმიდან;
  • ამოვწერეთ 21-ე საუკუნის უნარებიდან ის უნარ-ჩვევები,რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს აღნიშნულ პროექტზე მუსაობისას;
  • დავისახეთ პროექტის სასწავლო მიზნები;
  • ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე;
  • ვნახეთ ინტელის პროგრამაში სათანადო ნიმუშები.

II დღე- 03.09.2014 წელი

გავეცანით :

  • სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას;
  • პროექტების მოთხოვნებს;
  • პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე.
  • პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს.
შევქმენით ბროშურის ნიმუში.


განვიხილეთ და ვისწავლეთ ვებგვერდის ჩანიშვის წესები.

ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა:
  • მოვამზადოთ ბუკლეტი;
  • წავიკითხოთ მოდული 1,აქტივობა 6.


   I დღე - 01.09.2014 წელი

გავეცანით:

  •  ტრენინგის მიზნებსა და ამოცანებს;
  •  ტრენინგის  მოდულებს;
  • პროექტის ამოცანებს;
  • ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს;
  • პროექტის გეგმის შაბლონს.

შევქმენით:

  • პორტფოლიოში არსებული საქაღალდე  თითოეული მოდულის მასალის შესანახად.
განვიხილეთ  პროექტების დაგეგმვა.

ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა წასაკითხი მასალა - მოდული 1; აქტივობა 1.